ფეხბურთი

0:18 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიაში გოლების წვიმა წამოვიდა

ბუნდესლიგის ტურის შაბათის მატჩებში მოულოდნელობა არ მომხდარა. კვლავ მოიგო "ბაიერნმა" და გადამწყვეტი გოლი არიენ რობენმა გაიტანა თომას მიულერის ეფექტური პასის შემდეგ. ხოსეპ გვარდიოლას გუნდს საკმაო უპირატესობა ჰქონდა და შეეძლო უფრო მშვიდად მოგება. განსაკუთრებით, რობერტ ლევანდოვსკიმ დაინდო მასპინძლები.

მეორე ადგილისთვის კი ბრძოლა გაჩაღებულია. "ლევერკუზენი" ისევ ფორმაში შევიდა და ამჯერად "კიოლნი" დასაჯა სწრაფი გოლის გატანისთვის. "თხებმა" მე-4 წუთზე ლემანის გატანილი პენალტით გაიხარეს, მაგრამ "ბაიარენაზე" ამის შემდეგ მასპინძლები დომინირებდნენ და 5:1 მოიგეს. ქარიმ ბელარაბი შეუჩერებელი იყო და ორი გოლიც გაიტანა. იოზეფ დრმიჩმა დუბლს საგოლე პასიც დაამატა და გამოსარჩევნია ჩალჰანოღლუს ლამაზ სტილში გატანილი საჯარიმო დარტყმაც.

"შალკემ" "მაინცს" მეტწილად კლას-იან ჰუნტელაარის ყოჩაღობით მოუგო: ჰოლანდიელმა ჰეთ-თრიქი მიითვალა. "ხუმარები" სტუმრად თამაშობენ სუსტად, თორემ შინ არაფერი უჭირთ.

გაიხარა "ვერდერმაც", რომელმაც არგენტინელი დი სანტოს არყოფნის მიუხედავად, 4:0 გაანადგურა "პადერბორნი". გამოირჩეოდნენ ახალგაზრდები, ზელკე და აიჩიკეჩი – ისინი არა მხოლოდ "მუსიკოსების", არამედ მთლიანად გერმანული ფეხბურთის იმედები არიან.

წააგო "ჰამბურგმა", თუმცა ეს უკვე არავის უკვირს... ვან დერ ვაარტის გოლით კი იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში "აუგსბურგმა" "აშალა აფრები" და სამი უპასუხო გოლიც გაიტანა.

ბუნდეს-შაბათობა საკმაოდ უხვგოლიანიც გამოდგა და ექვს მატჩში 27 გოლი (საშუალოდ, 4,5) გავიდა. ყველაზე ბევრი ბურთი "ჰოფენჰაიმი"-"ჰანოვერის" შეხვედრაში ვიხილეთ – 7. მასპინძლებმა დრამატულ ბრძოლაში 4:3 იმარჯვეს.

აუგსბურგი-ჰამბურგი 3:1 (0:1)

აუგსბურგი: მანინგერი, ბაბა, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ვერჰაეგი, ბაიერი, ფოილნერი, ტობიას ვერნერი, ალტინტოპი (ჰონგი 85), ბობადილია (ეშვაინი 88), მატავჟი (ჯურიჩიჩი 12)

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

ჰამბურგი: დრობნი, ჯურუ, გიოტცი, მარკუსი, ოსტრჟოლეკი, ვესტერმანი (რაისი 35), ბეჰრამი, ნიკო მიულერი (ლასოგა 71), ვან დერ ვაარტი (გრინი 75), გუაიდა, რუდნევსი

მწვრთნელი: იოზეფ ცინბაუერი

გოლები: 0:1 ვან დერ ვაარტი (45), 1:1 ალტინტოპი (50) 2:1 ბობადილია (62), 3:1 ვერჰაეგი (70 პენ)

გაფრთხილება: ოსტრჟოლეკი (50), გიოტცი (69), ბაბა (89), გრინი (90+2)

მსაჯი: დრისი

ლევერკუზენი-კიოლნი 5:1 (1:1)

ლევერკუზენი: ლენო, ბიონიში, ჰილბერტი, სპაჰიჩი, იედვაი, ბელარაბი, ლარს ბენდერი (როლფესი 66), ჩალჰანოღლუ (რობი კრუზე 83), კასტრო, სონი, კისლინგი (დრმიჩი 46)

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო (ოსაკო 70), ჰექტორი, მარო (ფინი 77), მავრაი, ოლკოვსკი, ვიმერი, ლემანი, ვიოგტი, უჯა, სვენტო (პეჩკო 57)

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

გოლები: 0;1 ლემანი (4 პენ), 1:1 ბელარაბი (26), 2:1 ჩალჰანოღლუ (61), 3:1, 4:1 დრმიჩი (79, 88), 5:1 ბელარაბი (90+1)

გაფრთხილება: ლენო (4), ლემანი (54), ვიმერი (63)

მსაჯი: კინჰოფერი

ჰერტა-ბაიერნი 0:1 (0:1)

ჰერტა: კრაფტი, ნჯენგი, ბრუქსი, ბენ-ჰატირა (რონი 62ა), ჰეგელერი, ჰასოგაი, შულცი, ბერენსი, შკიელბრედი, შტოკერი (ჰარაგუჩი 76), შიბერი (კალუ 60)

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, Aლონსო, გიოტცე (როდე 66), რიბერი, რობენი, თომას მიულერი (შვაინშტაიგერი 80), ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლი: 0;1 რობენი (27)

გაფრთხილება: ჰასოგაი

მსაჯი: დინგერტი

შალკე-მაინცი 4:1 (2:1)

შალკე: ფერმანი, აოგო, ფუხსი (კლემენსი 90), ჰიოვედესი, კირჰოფი (ბარნეტა 46), უჩიდა, ჰიოგერი, მაიერი (სანე 80), ნოიშტადტერი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი

მწვრთნელი: რობერტო დი მატეო

მაინცი: კარიუსი, ბელი, ბროზინსკი, დიასი (მალი 63), ხარა, პარკი (სოტო 77, ვოლშაიდი, გაისი, კუ, ალაგუი (საპერიო 60), ოკაზაკი

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

გოლები: 1:0, 2:0 ჰუნტელაარი (9, 25), 2:1 ოკაზაკი (44), 3:1 ბარნეტა (54), 4:1 ჰუნტელაარი 61)

გაფრთხილება: ჰიოგერი (66), ნოიშტადტერი (77), ხარა (81)

მსაჯი: პერლი

ვერდერი-პადერბორნი 4:0 (1:0)

ვერდერი: ვოლფი, ჩესა, გალვესი (კალდიროლა 84), პრიოდლი, აიჩიკეჩი (ეგეშტაინი 83), ბარტელსი, ჰაიროვიჩი (მაკიადი 68), იუნუზოვიჩი, ფელიქს კროოსი, გაბრე სელასი, ზელკე

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

პადერბორნი: ლუკაშ კრუზე, ჰარტჰერცი, ჰაინლოთი, რაფა, შტროდიკი, ციგლერი (კუჩკე 46), ბაკალორცი, კოჩი, შტოპელკამპი (მეჰა 73), ვრანჩიჩი (რუპი 57), კაჩუნგა

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

გოლები: 1:0 იუნუზოვიჩი (10), 2:0 ზელკე (48), 3:0 ბარტელსი (51), 4:0 აიჩიკეჩი (80)

გაფრთხილება: ციგლერი (32), გალვესი (69), პრიოდლი (88)

მსაჯი: კირხერი

ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 4:3 (2:1)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ბისაკჩიჩი, კიმი, ზიულე, ფირმინო, პოლანსკი, შვეგლერი (შტრობლი 72), ციუბერი (ელიონუსი 61), შიპლოკი (რუდი 81), ფოლანდი

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

ჰანოვერი: ცილერი, ალბორნოსი, მარსელო, ჰიროკი საკაი (პრიბი 46), შულცი გულსელამი, კიოტაკე, შმიუდებახი (სობეხი 84), შტინდლი, ბრიანი (ბიტენკური 75), ხოსელუ

მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი

გოლები: 1:0 შვეგლერი (19), 2:0 ფოლანდი (37), 2:1 შტინდლი (43), 2:2 ხოსლუ (52), 3:2 პოლანსკი (60), 4:2 ზიულე (64), 4:3 შტინდლი (86)

გაფრთხილება: საკაი (20), შულცი (40), ბისაკჩიჩი (76), შდინდლი (84), ხოსელუ (90+1)

მსაჯი: ბრიხი

0.143942