ინგლისის ჩემპიონატის მე-13 ტურის პირველი სათამაშო დღე უპირველეს ყოვლისა იმით გამოირჩა, რომ გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ლონდონის “ჩელსიმ” გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა. “არისტოკრატები” “ლაით ოფ სთედიუმს” ეწვივნენ და მხოლოდ ქულით დაბრუნდნენ შინ.
მთელი შეხვედრის განმალობაში სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდათ, თუმცა ფორტუნა მათ მხარეს არ იყო. ყველაზე კარგი მომენტი ლონდონელთაგან ვილიანს შეექმნა, რომელმაც ძელს გაარტყა ბურთი. უშანსოდ არც მასპინძლები ყოფილან, რომლებიც ძალიან კარგად იცავდნენ თავს და არც მწვავე კონტრშეტევებზე ამბობდნენ უარს. მშვენიერი მომენტი შეექმნა ვერჯინის, თუმცა ზუსტი რეალიზაცია ვერც მან მოახდინა. ლონდონელები განსაკუთრებით დიდიე დროგბას გამოსვლის შემდგომ გააქტიურდნენ, თუმცა “ჩელსის” ვერც აფრიკელმა ფორვარდმა უშველა და შავ კატებთან ქულების გაყოფა მოუწია – 0:0.
ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ლივერპულმა”, რომელსაც ამჯერადაც ძალიან გაუჭირდა გამარჯვების მოპოვება. “წითლებს” ლუის სუარესის წასვლის შემდგომ გამტანი ფორვარდი აღარ ჰყავთ, რაც შესაბამისად აისახა კლუბის შედეგიანობაზე. გასულ სეზონში, ამ დროს “ლივერპულს” 3-ჯერ მეტი გოლი ჰქონდა გატანილი, ვიდრე ახლა აქვს. მერსესაიდელებმა ამჯერადაც ფორვარდის გოლის გარეშე მოახერხეს გამარჯვება. ერთადერთი ბურთი გლენ ჯონსონმა გაიტანა 85-ე წუთზე – 1:0.
ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდგომ იმარჯვა ლონდონის “არსენალმაც”. უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, არსენ ვენგერის შეგირდებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხეს. სანტი კასორლას ჩაწოდებულს უელბეკი თავური დატყმით გამოეხმაურა და მე-60 წუთზე თავის გუნდს მოაგებინა – 0:1.
დიდი ანგარიშით მოიგო “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელიც შინ იოლად გაუსწორდა “ჰალ სიტის”. პირველ ნახევარში კრის სმოლინგმა და უეინ რუნიმ დაამწუხრეს მაკგრეგორი, ხოლო მეორე ტაიმში ვან პერსიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0. ლუის ვან გაალის კლუბმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და კვლავ მე-4 ადგილზეა.
“ბოლეინ გრაუნდზე” ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა “ნიუკასლმა”, რომელიც კრესველის გოლით “ვესტ ჰემთან” დამარცხდა. “ქუინზ პარკ რეინჯერსმა” დაძაბულ ბრძოლაში აჯობა “ლესტერს”, ხოლო “ბარნლიმ” და “ასტონ ვილამ” ქულები გაიყვეს.
ვესტ ბრომვიჩი – არსენალი 0:1 (0:0)
ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ლესკოტი, დოუსონი, უისდომი, პოცონიოლი (გამბოა 75), მულუმბუ (ანიჩებე 65), გარდნერი, სესენიონი (სამარასი 76), ბრანტი, დორანსი, ბერაჰინო.
მწვრთნელი: ალან ირვინი
არსენალი (4-2-3-1): მარტინესი, კოშელნი, მერტესაკერი, ჩემბერსი, მონრეალი (გიბსი 23), ფლამინი, რემსი, კასორლა, უელბეკი, სანჩესი, ჟირუ (ჩემბერლენი 78).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლი: უელბეკი 60.
გაფრთხილებები: დორანსი, გამბოა – ჩემბერლენი
მსაჯი: კრის ფოი
ლივერპული – სტოკი 1:0 (0:0)
ლივერპული, “ენფილდი”
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, ტურე, შკრტელი, ენრიკე, ჯონსონი, ლეივა (ჯერარდი 75), ალენი, ჰენდერსონი, კოუტინიო (ლოვრენი 88), სტერლინგი, ლამბერტი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, უილსონი, შოუკროსი, კამერონი, პიტერსი, სიდუელი (ველანი 22), ნ’ზონზი, არნაუტოვიჩი (კრაუჩი 88), კრკიჩი, უოლტერსი, დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლი: ჯონსონი 85.
გაფრთხილებები: უილსონი, კამერონი, შოუკროსი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
მანჩესტერ იუნაიტედი – ჰალი 3:0 (2:0)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერ იუნაიტედი (3-4-1-2): დე ხეა, კერიკი, როხო, სმოლინგი, ფელაინი, იანგი, მატა, ვალენსია (ფლეტჩერი 74), დი მარია (ერერა 14), რუნი, ვან პერსი (ფალკაო 70).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
ჰალი (3-4-1-2): მაკგრეგორი, დევისი, ჩესტერი, დოუსონი, ბრედი (მეილერი 75), დიამე (ქუინი 75), ელმოჰამედი, რობერტსონი, ლივერმორი, ბენ არფა (ალუკო 35), იელავიჩი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
გოლები: 1:0 სმოლინგი (16), 2:0 რუნი (42), 3:0 ვან პერსი (66).
გაფრთხილებები: ფელაინი, როხო – ჩესტერი, დოუსონი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ქპრ – ლესტერი 3:2 (2:1)
ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”
ქპრ (4-4-1-1): გრინი, ონიოჰა, კოლკერი, იუნი (ტრაორე 51), ისლა, ბარტონი, ჰენრი, ფერი, კრანჩარი (ჰოილეტი 91), ვარგასი (მუტჩი 76), აუსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, მორგანი, ვასილევსკი, დე ლაეტი, კონჩესკი, კამბიასო (კინგი 89), ჯეიმსი, შლუპი, მაჰრეზი (ოლბრაიტონი 60), ვარდი, ულოა (ნუჯენტი 60).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
გოლები: 0:1 კამბიასო (4), 1:1 მორგანი (37 ს.კ.), 2:1 ფერი (45), 2:2 შლუპი (67), 3:2 აუსტინი (73).
გაფრთხილებები: იუნი, აუსტინი, გრინი – ნუჯენტი, ოლბრაიტონი
მსაჯი: როჯერ ისტი
სუონსი – კრისტალ პალასი 1:1 (1:1)
სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ბერტლი, უილიამსი, რანხელი, ტეილორი, კი, შელვი, სიგურდსონი, რუტლიჯი (ბაროუ 65), მონტერო, ბონი (გომისი 75).
მწვრთნელი: გარი მონკი
კრისტალ პალასი (4-4-1-1): სპერონი, ჰანგელანდი, დანი, იარდი, კელი, იედინაკი, ლედლი, ბოლასი, პანჩონი (ზაჰა 81), შამახი (კემპბელი 66), გაილი (მაკარტური 21).
მწვრთნელი: ნილ უორნოკი
გოლები: 1:0 ბონი (15), 1:1 იედინაკი (25 პენ.).
გაფრთხილებები: შამახი, მაკარტური
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ვესტ ჰემი – ნიუკასლი 1:0 (0:0)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, კოლინსი, ტომკინსი, კრესველი, ჯენკინსონი, ნობლი, კუაიტე (ნოლანი 85), იარვისი (ზარატე 70), დაუნინგი, ამალფიტანო, კეროლი.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, უილიამსონი, დუმეტი, ჰაიდარა, ჯანმაატი (ს.ტეილორი 74), ტიოტე (სისე 63), კოლბეკი, ამეობი, სისოკო, პერესი, გუფრანი (კაბელია 63).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლი: კრესველი 56.
გაფრთხილებები: ნობლი, ამალფიტანო – უილიამსონი, კოლბეკი, სისოკო
გაძევება: სისოკო 76.
მსაჯი: მაიკლ დინი
ბარნლი – ასტონ ვილა 1:1 (0:1)
ბარნლი, “ტურფ მური”
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, შაკელი, იარდი, კინი, ტრაიპერი, ჯონსი (ვოლასი 83), მარნი, ბოიდი, კიგტლი (არფილდი 65), ბარნსი (იუტკევიჩი 65), ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, კლარკი (ლოუტონი 96), ოკორე, ჰატონი, სისოკო, სანჩესი, ვესტვუდი, კლევერლი, ჯ.კოული (გრელიში 67), ვაიმანი (რიჩარდსონი 76), აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
გოლები: 0:1 ჯ.კოული (38), 1:1 ინგსი (87).
გაფრთხილებები: კიგტლი, ბარნსი, მარნი – კლევერლი, ჰატონი, ოკორე
მსაჯი: გრემ სკოტი
სანდერლენდი – ჩელსი 0:0
სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, ოში, ბრაუნი, ვერჯინი, რეველიერი, კატერმოლი, როდუელი (გომესი 62), ლარსონი, ჯონსონი, ვიკჰემი, ფლეტჩერი (ალტიდორი 62).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი (დროგბა 77), აზარი, ვილიანი (შურლე 85), კოშტა (რემი 77).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გაფრთხილებები: ოში, ვერჯინი, გომესი – კოშტა, მატიჩი
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) –12. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 11. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 8. ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”) - 7.