ფეხბურთი

22:21 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია: “რუნი, როგორც მესი და რონალდუ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” არგენტინელმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ “დეილი მეილთან” საუბრისას აღნიშნა, რომ უეინ რუნის გვერდით თამაში მისთვის საამაყოა და ინგლისელი ისეთივე დონის ფეხბურთელია, როგორიც კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი.

“მითამაშია, როგორც რონალდუს, ისე მესის გვერდით. პორტუგალიელის მხარდამხარ ჩემპონთა ლიგა მოვიგე, ხოლო მალევე მესისთან ერთად მუნდიალის ფინალი ვითამაშე. ჩემთვის, უეინ რუნის გვერდით თამაში საპატიო და საამყოა, რადგან იგი ისეთივე კლასის მოთამაშეა, როგორც რონალდუ და მესი. მის თამაშებს “იუნაიტედის” შემადგენლობაში ჯერ კიდევ მაშინ ვუყურებდი, როცა ბავშვი ვიყავი”, – განაცხადა დი მარიამ.

ანხელ დი მარია რუნის თანაგუნდელი წლეულს გახდა. მან “მანჩესტერელთა” რიგებში პირველ ოთხ შეხვედრაში სამჯერ გაიტანა, თუმცა მას შემდეგ, შედეგიანობას უკლო.

0.112862