ფეხბურთი

21:43 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ პელეგრინის გუნდის გაძლიერება ზამთარშივე სურს

ინგლისის ჩემპიონ “მანჩეტსერ სიტის” ჩილელმა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერება დასჭირდება, ოღონდ იმ შემთხევაში, თუ “სიტი” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გააღწევს.

“ამ წუთში ბოლომდე კონცენტრირებული პრემიერლიგაზე ვართ, მაგრამ მომდევნო კვირებში უფრო მეტად მოგვიწევს ტრანსფერებზე ფიქრი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ჯგუფიდან გავალთ”, - განაცხადა პელეგრინიმ.

“მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგაში 12 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ “ჩელსის” 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ “რომასთან” და მოსკოვის ცსკა-სთან ერთად 5 ქულით მე-2- მე-4 ადგილებს იყოფს და ბოლო ტურში გადამწყვეტი შეხვედრა რომში, “რომას” წინააღმდეგ ელოდება.

0.119446