ფეხბურთი

20:23 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი: “რომა” “ინტერზე” ძლიერია”

მილანის “ინტერის” თავკაცმა რობერტო მანჩინიმ “რომა”-“ინტერის” მოახლოებული თამაშის წინ პრესკონფერენციაზე მოწინააღმდეგე შეაქო და განაცხადა, რომ “ჯალოროსი” მის გუნდზე ძლიერია. მანჩინის თქმით, არ გაუკვირდება თუ რუდი გარსიას გუნდი სკუდეტოსაც მოიგებს.

“რომა” დიდი გუნდია. მას სკუდეტოს მოგების შანსი აქვს. ძალიან კარგად მუშაობს ვალტერ საბატინიც, რომელმაც გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად, ნიჭიერი ახალგაზრდებიც მოიყვანა გუნდში. რუდი გარსია კი დიდ გუნდს აშენებს. რომაელები მოცემულ მომენტში ჩვენზე ძლიერები არიან”, – განაცხადა მანჩინიმ.

მანჩინიმ “ინტერის” თავკაცის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, გუნდს ორ მატჩში უხელმძღვანელა. “ინტერმა” სერია ა-ში “მილანის” წინააღმდეგ ქულა მოიპოვა, ხოლო ევროპის ლიგაზე “დნიპროს” სძლია (2:1).

“რომა”-“ინტერის” დაპირისპირება “სტადიო ოლიმპიკოზე” 30 ნოემბერს გაიმართება.

0.124875