ფეხბურთი

14:25 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩიმ “იუვესთან” გახანგრძლივება იუარა

ტურინის “იუვენტუსის” 27 წლის ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კლუბის მიერ შეთავაზებული წინადადება უარყო. ამის შესახებ “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება. დეტალები არ ხმაურდება, თუმცა იმავე გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბაიერნი” ამჟღავნებენ. გარდა ამისა, ბონუჩის ძველი მეგობრობა აკავშირებს ცნობილ საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლასთან და “გაძეტა დელო სპორტიც” არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი რაიოლასთან კავშირიში იყოს.

ლეონარდო ბონუჩის “ბებერ ქალბატონთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულში ეწურება. ბონუჩი” იუვეში” 2010 წელს “ბარიდან გადავიდა და მას შემდეგ, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

0.113778