ფეხბურთი

10:59 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰარნიკმა დაიწყო და დაამთავრა

ესაა ბუნდესლიგა: უცნაური, სიურპრიზით სავსე და ვერ გაიგებ, ვინ როგორ ფორმაშია, ვის როდის "წამოუვლის". ბოლო ტურებში "ფრაიბურგი" კარგად გამოიყურებოდა, "შტუტგარტი" კი იმდენად ცუდად, რომ ბოლო ადგილზე იყო დაშვებული, მაგრამ აი, შეხვდნენ ერთმანეთს და ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ჰუბ სტევენსის "შტუტგარტმა" გასვლაზე 4:1 იმარჯვა.

სტევენსი არმინ ფეს ნაცვლად დაინიშნა "შტუტგარტის" თავკაცად და დებიუტიც ჩინებული გამოუვიდა.

ავსტრიელმა მარტინ ჰარნიკმა მატჩის პირველი და ბოლო გოლები გაიტანა. ერთ-რთი საუკეთესო იყო მისი თანაგუნდელი ლეიტნერი, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ცენტრში და სახიფათო შეტევების წამომწყებად გვევლინებოდა.

ფრაიბურგი-შტუტგარტი 1:4 (1:1)

ფრაიბურგი: ბურკი, გიუნტერი, მიტროვიჩი, ზორგი, ტორეხონი, დარიდა, ჰოლფერი, კლაუსი (კერკი 54), შმიდი, ფრაისი (დანი შაჰინი 73), მეჰმედი (ფრანტცი 84)

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

შტუტგარტი: ულრაიხი, ბაუმგარტი, კლაინი, რუდიგერი, გენტნერი, გრუეზო (გინჩეკი 90), ჰლუშეკი, ლეიტნერი (გოტოკუ საკაი 75), სარარერი (რაუში 66), ჰარნიკი, ტიმო ვერნერი

მწვრთნელი: არმინ ფე

გოლები: 0:1 ჰარნიკი (31), 1:1 დარიდა (41), 1:2 გრუეზო (52), 1:3 ვერნერი (68), 1:4 ჰარნიკი (77)

გაფრთხილება: გრუეზო (19), მეჰმედი (71), ჰოლფერი (90+2)

გაძევება: მიტროვიჩი (70)

მსაჯი: გრაფე

0.132086