მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი საკუთარ მოსაზრებას - ვის უნდა მიენიჭოს “ოქროს ბურთი”, ხმამაღლა არ უნდა ამბობდეს.
უეფას ფრანგმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ოქროს ბურთი” გერმანიის ეროვნული ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს უნდა გადაეცეს, რაზეც “რეალში” მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ. “სამეფო კლუბში” იმედოვნებენ, რომ 2014 წელს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილ პრიზს კრიშტიანუ რონალდუ მიიღებს.
“არამგონია პლატინი სწორად იქცეოდეს, როდესაც “ოქროს ბურთთან” დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ხმამაღლა აფიქსირებს”, - გადმოგვცემს ანჩელოტის სიტყვებს Football Espana.
პლატინის სიტყვების საწინააღმდეგოდ რონალდუს მხარი “რეალის” კიდევ ორმა ფეხბურთელმა - ფაბიო კოენტრაომ და ალვარო არბელოამ დაუჭირეს.