ჩეხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში ლევან ყენიას "სლავია" ოსტრავას ესტუმრა და ადგილობრივ ბანიკთან მატჩი უგოლოდ დაასრულა.
ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-14 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 80 წუთის თავზე კი ადგილი კარელ პიტაკს დაუთმო.
პრაღელებმა 20 ქულა მოაგროვეს და მე-7 ადგილზე იმყოფებიან, ლიდერ “ვიკტორია პლზენთან” ჩამორჩენა კი 15 ქულას შეადგენს.
“სლავია” მომდევნო მატჩს უკვე გაისად ჩაატარებს. 21 თებერვალს ყენიას გუნდი ლიბერეცის “სლოვანს” ესტუმრება.