ესპანეთის რანგით მე-2 ლიგაში ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” “პრატ ხუვენტუტი” 73:62 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი თამაშში 15 წუთით ჩაერთო და 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ბურჯანაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ლა კორუნიელებს 4 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და მე-11 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 6 დეკემბერს, სტუმრად, “ოვიედოსთან” ჩაატარებენ.