ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე 3 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით ჰოლანდიელი ანიშ გირი (2776), რუსი ევგენი ტომაშევსკი (2714), შვედი ნილს გრანდელიუსი (2573) და უკრაინელი მიხაილო ოლეკსიენკო (2620) დაწინაურდნენ.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ბაადურ ჯობავას (2722) და ლელა ჯავახიშვილს (2486) გააჩნიათ, რომელთაც 2-2 ქულით, შესაბამისად, 53-ე და 55-ე ადგილები უკავიათ. პირველი მარცხი განიცადა და 1.5 ქულით 61-ე პოზიციამდე დაქვეითდა ბელა ხოტენაშვილი, ასეთივე მონაგარით 65-ეა ნინო ბაციაშვილი (2442), ხოლო მიხეილ მჭედლიშვილს (2622) 92-ე საფეხური უკავია.
ქართველ მოჭადრაკეთაგან უარესი მაჩვენებელი სოფიკო გურამიშვილს (2388) აქვს, რომელიც 0.5 ქულით 137-ე ადგილზე დამკვიდრდა.