ფეხბურთი

13:22 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიომ შესაძლოა ანგოლის კლუბში ითამაშოს

მექსიკური "კერეტაროს” ბრაზილიელმა შემტევმა რონალდინიომ შესაძლოა კარიერა ანგოლურ "კაბუსკორპში" გააგრძელოს. ანგოლური კლუბის პრეზიდენტმა ბენედიქტო კანგამბამ უკვე დაადასტურა, რომ რონალდინიოსთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

"რონალდინიოს აგენტთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და გვინდა შემტევმა ერთი წელი ჩვენთან ითამაშოს. მსგავსი ფეხბურთელების საშუალებით შეგვეძლება აფრიკის ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ, შემდეგ მსოფლიოს საკლუბო თასზეც ვიასპარეზოთ და ევროპულ კლუბებს შევხვდეთ. კლუბის ნებისმიერი პრეზიდენტისთვის ეს ოცნებაა." - აღნიშნა კანგამნამ.

ანგოლური კლუბში უკვე თამაშობდა რონალდიონიოს თანამემამულე რივალდო. 2012 წელს ბრაზილიელმა "კაბუსკორპში" 21 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

0.110409