ფეხბურთი

11:41 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სანტოსი" ოჩოას გადაბირებას შეეცდება

მექსიკის ეროვნული ნაკრების და "მალაგას" მეკარემ გილერმო ოჩოამ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდიდან კარიერა ბრაზილიურ "სანტოსში" გააგრძელოს. სამხრეთამერიკულ გრანდში საპრეზიდენტო არჩევნები დეკემბერშია დაგეგმილი. კანდიდატთა შორის ლიდერი, ნაბილ ხაზნადარი აღნიშნავს, რომ რამდენიმე ფეხბურთელითაა დაინტერესებული და მათ შორის ოჩოაცაა.

"რამდენიმე ფეხბურთელით ვარ დაინტერესებული. კარგი მეკარე არ გვყავს შესაბამისად, ოჩოა გუნდისთვის კარგი ვარიანტია. მექსიკელის გვჯერა და მან თავისი პოტენციალი ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზეც დაამტკიცა." - განაცხადა ნაბილმა.

ოჩოა ესპანურ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მუნდიალზე მისი კარგი გარჯის მიუხედავად, "მალაგას" პირველი მეკარე მაინც კარლოს კამენია. მექსიკელს გუნდში თამაში იშვიათად უწევს და კლუბის დატოვების წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

"სანტოსის" გარდა "მალაგას" 29 წლის მეკარისადმი ინტერესს "ლივერპული", ლონდონის "არსენალი" და "ტრაბზონსფორიც" იჩენენ.

0.117251