“მანჩესტერ იუნაიტედის” მარცხენა მცველი, ლუკ შოუ მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.
მიზეზი ფეხბურთელის ტრავმაა, რომელიც “არსენალთან” მოგებული (2:1) მატჩისას მიიღო. შოუს სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მინდორზე გასვლას 6 კვირის განმალობაში ვერ შეძლებს.
19 წლის ფეხბურთელმა “წითელი ეშმაკების” მაისური 7-ჯერ მოირგო და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.