ფეხბურთი

0:06 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგას” ზარატე მოუნდა

ანდალუსიური “მალაგა” ლონდონის ”ვესტ ჰემის” არგენტინელი შემტევით, მაურო ზარატეთი დაინტერესდა – იუწყება ესპანური პრესა.

არგენტინელი “ვესტ ჰემში” გასულ ზაფხულს გადავიდა და თავდაპირველად თამაშიც ხშირად უწევდა, თუმცა ბოლო პერიოდში შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მის წასვლაზეც ალაპარაკდნენ. “მალაგა” ფეხბურთელის დამატებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ეცდება.

ზარატემ “ვესტ ჰემის” მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.134555