დალასში დასრულდა ტეხასის უნივერსიტეტის ღია პირველობა ჭადრაკში, რომელშიც საქართველოს ღირსებას გიორგი მარგველაშვილი (2548), ზურაბ ჯავახაძე (2413) და მარიამ დანელია (2228) იცავდნენ.
9 ტურის შედეგებით, მარგველაშვილმა 5.0 ქულა მოაგროვა და 47 მონაწილეს შორის მე-15 შედეგი აჩვენა, ჯავახაძემ 4.5 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა, ხოლო დანელია 4.0 ქულით 31-ე პოზიციაზე გავიდა.
ტურნირის გამარჯვებული კანადის სახელით მოთამაშე ანტონ კოვალიოვი (2617) გახდა, რომელმაც თავი 7.0 ქულას მოუყარა.