ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, მეოთხედფინალში გააღწია.
გორგოძემ სამხრეთკორეელ სუნ-ჰეე ჰანს 6:0, 6:2 სძლია და შემდეგ ეტაპზე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ სინა ჰაასს (გერმანია) ეთამაშება.
ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე სოფო ქვაცაბაიამ (მე-6 განთესვა) მერვედფინალში ასევე კვალიფიკაციის გამარჯვებულ გერმანელ კატარინა ჰერინგთან 4:6, 4:6 წააგო.
წყვილებში გორგოძის და ქვაცაბაიას მე-3 რეიტინგის მქონე წყვილმა რუს გაიდარჟის და სლოვაკ სკამლოვას 1:6, 6:4, 13:11 სძლიეს და ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილ მაკედონიურ-სლოვაკურ დუეტს (გიორჩესკა-კონიგი) დაუპირისპირდებიან.