ფეხბურთი

22:07 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სანტოსი” ოჩოათი დაინტერესდა

ბრაზილიური “სანტოსი” ესპანური “მალაგას” მეკარით, გილერმო ოჩოათი დაინტერესდა – გვამცნობს პორტალი Football Espana

ყველასთვის მოულოდნელად, მექსიკელი კიპერი ”მალაგას” ძირითადში ვერ ხვდება და ჯერაც დებიუტის მოლოდინშია. ანდალუსიელთა მთავარი მწვრთნელი, ხავი გრასია ჯიუტად კარლოს კამენის ენდობა და ოჩოას შანსს არ აძლევს, რითაც მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე უკმაყოფილოა და კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. ბრაზილიელები გილერმოს დამატებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ეცდებიან.

29 წლის მეკარეს “მალაგასთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. “სანტოსის” გარდა, მისით “არსენალი”, “ლივერპული” და “ტრაბზონი” ინტერესდებიან.

0.120488