ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი ჯეკ უილშირი სამი თვე ვერ დაეხმარება კლუბს. უილშირმა ტრავმა “მანჩესტერთან” შეხვედრაში მიიღო, ხოლო სოციალური ქსელში კოჭზე გადატანილი ქირურგიული ჩარევის შემდეგ სურათები გამოაქვეყნა.
უილშირმა სოციალურ ქსელში სურათს დაურთო მინაწერი: “კოჭზე გადატანილი ოპერაცია კარგად დასრულდა. უპირველეს ყოვლისა მადლობა ჯეიმს კალდერს. ყოველთვის უნდა ფიქრობდე პოზიტივზე, რადგან რთული ვითარებიდან გამოსვლაში გვეხმარება”, - აღნიშნა უილშირმა.
შაბათის შეხვედრაში უილშირმა დარტყმა 19 წლის “მანჩესტერის” ჩრდილოირლანდიელ მცველ პატრიკ მაკნირისგან მიიღო. “დეილი მეილმა” კი ჯეკის ტრავმებთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
კარიერაში 22 წლის ფეხბურთელს ორივე ფეხზე გადატანილი კოჭის ტრავმის გამო 112 კვირა აქვს გაცდენილი. მუხლის ზედა მყესების გამო კი 4-დან 5 კვირამდე არ გასულა მინდორზე.