ფეხბურთი

18:28 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალისტები ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებენ

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა 2 და 3 დეკემბერს სპორტკომლექს “არენა 1”-ში თურქეთის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.

მან ასეთი არჩევანი გააკეთა.

მეკარეები: თორნიკე ბუკია და დავით კეფაშვილი (ორივე თბილისი)

მოედნის მოთამაშეები: ალექსანდრე ძაბირაძე, გიორგი ტიკურიშვილი, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან კობაიძე, ირაკლი თოდუა, გაგა თიბილაშვილი, გიორგი ნიკვაშვილი (ყველა “თბილისი”), გოგა ალთუნაშვილი, შოთა ჭანუყვაძე, არჩილ სებისკვერაძე, ზურაბ ლუკავა (ყველა “ნეფთჩი”, აზერბაიჯანი ), კახაბერ მაისაია, დავით ბობოხიძე (ორივე “ეკოლი”, აზერბაიჯანი), შოთა თოფურია (“თელასი”), ნიკა კურტანიძე და ბექა ფხაკაძე (ორივე თსუ), გიორგი აკობია (IBSU), ვახტანგ კეკელია და გიგა სილაგავა (ორივე “არმაზი”).

საპატიო მიზეზის გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან შოთა ნიშნიანიძე (“ფაკელი”, სურგუტი) და ნატურალიზებული ბრაზილიელი რონი (“სპორტინგი”, პარიზი). ისინი ნაკრებს ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპისათვის შეუერთდებიან, რომელიც 2015 წლის 13-18 იანვარს ლიტვის ქალაქ კაუნასში გაიმართება.:

თეგებიფუტსალი
0.121058