ფეხბურთი

18:25 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილი “ფლამურტარის” იანვარში დაუბრუნდება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი ალბანურ “ფლამურტარის” იანვარში დაუბრუნდება. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი panorama-sport.com-ი იუწყება.

გელაშვილმა 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო და საქართველო-პოლონეთის მატჩს ტრიბუნიდან ყავარჯნით უყურა. თავდაპირველი პროგნოზით, ის მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებდა.

თუმცა, panorama-sport.com-ის ინფორმაციით, დროული სამედიცინო ჩარევის შემდეგ, გამოჯანმრთელების პროცესი კარგად წავიდა და ექიმების ვარაუდით ფორვარდი ვარჯიშს 4 კვირაში შეძლებს, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი, 8 კვირაში.

29 წლის გელაშვილი ვლორეს “ფლამურტარიში” ზაფხულში გადავიდა და ალბანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.135472