“მალმიოსთან” მოგებული შეხვედრის შემდეგ “იუვენტუსის” ოფიციალურ საიტს არგენტინელი ფეხბურთელი კარლოს ტევესი ესაუბრა.
“პირველ ტაიმში ვერ ვაჩვენეთ კარგი შედეგი, მაგრამ ლორენტეს გოლმა “მალმიო” გატეხა და მაყურებელმა საუკეთესო “იუვენტუსი” იხილა. თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ. მხოლოდ კარგად ჩატარებული ტაიმი მოგების გარანტი ვერ იქნება, თუმცა ეს “მალმიოსთან” საკმარისი აღმოჩნდა”, - უთხრა არგენტინელმა ჟურნალისტებს.
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში “იუვენტუსმა” შვედეთში “მალმიო” 2:0 დაამარცხა. ტურინელთაგან პირველი გოლი 49-ე წუთზე ფერნანდო ლორენტემ გაიტანა, ხოლო მატჩის მიწურულს მეორე გოლი ტევესმა შეაგდო.
ტევესი წარმატებულ სეზონს ატარებს. იტალიის სერია ა-ს 11 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.