ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი ინგლისელ ჟურნალისტებს ესაუბრა. ფეხბურთელის აზრით, კარიერის საუკეთესო ხანა უდგას და ფეხბურთისგან ყველაზე დიდ სიამოვნებას 27 წლის ასაკში იღებს.
“არ მახსოვს, ბოლოს როდის ვთამაშობდი ასე კარგად და როდის ვიღებდი ფეხბურთისგან ესოდენ დიდ სიამოვნებას. ამას ვამბობ მიუხედავად იმისა, რომ ვითამაშე ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ევროპის ჩემპიონატების ფინალები. ამჟამინდელი პერიოდი ნამდვილად განსაკუთრებულია”, - განაცხადა ფაბრეგასმა.
“არ ვამბობ, რომ “ვესტ ბრომვიჩთან” ან “შალკესთან” კარიერის საუკეთესო მატჩები ჩავატარე, ალბათ ამგვარი მოსაზრება არ იქნება სწორი, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობ, რომ კარიერის საუკეთესო ეტაპზე ვარ. “ბარსაში” თამაშისას ე.წ. დაფარულ, მატყუარა 9 ნომერის პოზიციაზე ვთამაშობდი და ესეც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა”, - აღნიშნა ესპანელმა.
“ჩვენი გუნდის წარმატებული თამაშს დისციპლინა და დაცვა განსაზღვღავს. უკანა ხაზზე კარგად თამაშის შემდეგ შეტევაზე ვფიქრობთ, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი მგონია”, - დაასრულა მოთამაშემ.
გასულ ზაფხულში ფაბრეგასმა “ბარსელონა” დატოვა და “არისტოკრატებში” გადავიდა. მიმდინარე პრემიერლიგის 12 მატჩში მის ანგარიშზე 10 საგოლე პასი და ერთი გოლია.