კალათბურთი

11:50 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ “მინესოტას” 6 ქულა ჩაუგდო

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასვლით მატჩში “მინესოტა თიმბერვულვზი” 103:86 დაამარცხა. ზაზა სასტარტოში არ იმყოფებოდა. ფაჩულიამ პარკეტზე 19 წუთი და 34 წამი დაჰყო. ქართველი ცენტრის აქტივი 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა გახლდათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა, ამასთან ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთიც მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

“მილუოკი ბაქსს” 9 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა. “ბაქსი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

0.119041