ფეხბურთი

0:52 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვალიამ ვარჯიში განაახლა

ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ზესტაფონელებმა ორი დღე დაისვენეს და საწვრთნელ პროცესს 9 ნოემბერს დაუბრუნდნენ – გუნდი საკუთარ ბაზაზე შეიკრიბა.

აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელებს შეუერთდა და სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა ზესტაფონელთა ნახევარმცველი ლაშა გვალია.

ზესტაფონელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 12 ნოემბერს ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება – ერთმანეთს “ზესტაფონი” და ფოთის “კოლხეთი” დაუპირისპირდებიან. თამაში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.

0.145388