“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელი სერხიო აგუერო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი აზრით, არგენტინელი არაფრით ჩამოუვარდება “ბარსელონას” ფორვარდებს ლიონელ მესისა და ლუის სუარესს.
“აგუეროს შეჩერება შეუძლებელია. “ბაიერნთან” ჩვენ ის გვჭირდებოდა და სამი გოლი გაიტანა. ამჟამად აგუერო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის მესისა და სუარესის დონეზეა, მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუა უკეთესი, რომელიც სხვა პლანეტიდანაა”, – ნასრის ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “სიტიმ” შინ “ბაიერნი” 3:2 დაამარცხა. სამივე გოლი სერხიო აგუეროს ანგარიშზეა.