ფეხბურთი

20:08 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთს რადოვან ჩურჩიჩი გაწვრთნის

სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რადოვან ჩურჩიჩი გახდა.

42 წლის სერბმა სპეციალისტმა დიკ ადვოკაატი შეცვალა, რომელმაც ევრო-2016-ის შესარჩევ ტურნირზე დანიასთან 1:3 წაგების შემდეგ პოსტი დატოვა.

კონტრაქტის თანახმად, ჩურჩიჩი სერბებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევშიც უხელმძღვანელებს.

სერბეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევში I ჯგუფში ასპარეზობს და 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აქვს.

აქამდე ჩურჩიჩი სერბეთის 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა და გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც გაიყვანა. მას ეროვნულ ნაკრებში ასისტენტადაც უმუშავია.

0.109337