ჩოგბურთი

17:25 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ და ქვაცაბაიამ პირველი წრე დასძლიეს

ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ, რომლებიც ანტალიაში მიმდინარე მორიგი 10-ათასიანი ტურნირის ფავორიტთა შორის მოიაზრებიან, პირველი წრე დამაჯერებლად დასძლიეს.

პირველი რეიტინგის მქონე გორგოძემ “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელ ჯაედა დანიელს 6:0, 6:4 სძლია და მერვედფინალში სამხრეთკორეელ სუნ-ჰეე ჰანს ეთამაშება.

თავის მხრივ, მე-6 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ეკატერინა ლავრიკოვას 6:4, 6:0 მოუგო და გერმანელ კატარინა ჰერინგთან ჭიდილი ელის.

შეგახსენებთ, რომ წყვილებში გორგოძეს და ქვაცაბაიას მე-3 განთესვა გააჩნიათ და მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც მათი მომავალი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

0.119845