ფეხბურთი

17:09 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისი: “პსჟ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად  ყველაფერს გააკეთებს”

პსჟ-ს მცველმა დავით ლუისმა “აიაქსთან” გამარჯვების (3:1) შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქე მაღალ დონეზე თამაშობდა, ლუისმა ასევე დასძინა, რომ პსჟ ყველაფერს გააკეთებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად.

“აიაქსი” არარეალურად კარგი გუნდია, ფანტასტიკური ფილოსოფიით. ამ გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ. რაც შეგვეხება ჩვენ, პსჟ ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს”- ლუისის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

F ჯგუფში “ბარსელონა” 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. პსჟ 13 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ჯგუფის ბოლო ტურში “ბარსა” “ნოუ კამპზე” პსჟ-ს მიიღებს. თუ ესპანელები მოიგებენ, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ, ფრის და ფრანგების მოგების შემთხვევაში პარიზული კლუბი დაიკავებს პირველ ადგილს.

0.117173