თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს 74-ე ჩემპიონატის პირველმა ლიგამ ვაჟთა შორის.
2 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით შეჯიბრს გიორგი სიბაშვილი (2387), ნიკოლოზ ჩხაიძე (2203), გიგა ყუფარაძე (2464), თამაზ მგელაძე (2354), ირაკლი კელეპტრიშვილი (2182) და ზვიად ფაცია (2149) დაწინაურდნენ.
ცნობისთვის, ტურნირზე უმაღლესი რეიტინგი ყუფარაძეს აქვს, რომელსაც კვალში აკაკი შალამბერიძე (2412) და სიბაშვილი უდგანან.
პირველი ლიგა 9 ტურად წარიმართება, მე-3 ტურში კი გამორჩეული ყუფარაძე-ჩხაიძე, სიბაშვილი-კელეპტრიშვილი, ფაცია-მგელაძის პარტიები იქნება.