ფეხბურთი

12:30 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა: "ევროთასებზე 50-ე გოლის გატანა კარგი მიღწევაა"

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში, გელზერკირხენის "შალკესთან" სტუმრად მოგებული მატჩის (5:0) 76-ე წუთზე, ევროთასებზე რიგით 50-ე გოლი გაიტანა.

"ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჯგუფში პირველ ადგილზე და უკვე მერვედფინალში ვართ. ევროთასებზე 50-ე გოლის გატანა კარგი მიღწევაა. ჯერ კიდევ მახსოვს ჩემი პირველი გოლი მადრიდის "რეალის" კარში 2003 წელს, მაშინ "მარსელის" შემადგენლობაში ვთამაშობდი. ათი წლის შემდეგ 50-ე გოლიც გავიტანე და ამის დაჯერება რთულია." - განაცხადა დროგბამ მატჩის შემდეგ.

კოტდივუარელი თავდამსხმელი ლიონელ მესის შემდეგ პირველი არაევროპელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროთასებზე თავისი 50-ე გოლი გაიტანა.

0.116069