კალათბურთი

11:55 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ “მილუოკს” 8 ქულა შესძინა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინ “დეტროიტ პისტონსი” 98:86 დაამარცხა.

ზაზა სასტარტო 5-ეულში არ იმყოფებოდა. ფაჩულიამ პარკეტზე 17 წუთი და 39 წამი დაჰყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანის მონაგარი 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი გახლდათ. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, ზაზას არც ერთი საჯარიმო არ უსვრია. აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ 5 მოხსნიდან 4 მეტოქის ფარზე შეასრულა. 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

“მილუოკი ბაქსი” 8 მოგებით და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

0.114335