კალათბურთი

23:35 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის კლუბს ცოტა დააკლდა

იტალიის რანგით მე-3 საკალათბურთო ლიგაში მცირე გმირობამდე ცოტა დააკლდა გიგა ჯანელიძის “როზეტოს”. ქართველი ფორვარდის კლუბი “სკაფატისთან” გასვლითი მატჩის დასკვნითი მეითხედის წინ 16 ქულით აგებდა, თუმცა, ბოლო წუთზე წინ გაჭრა მოახერხა და... საბოლოოდ, მაინც დამარცხდა – 62:64.

ჯანელიძემ მოედანზე 22:39 წუთი დაჰყო და 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიგამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

როზეტოელებს, შესაბამისად, 20 და 19 ქულით ამერიკელებმა ჯეკსონმა და პიტსმა ულიდერეს. ამ უკანასკნელს მატჩის გმირად გახდომაც შეეძლო, თუმცა, დასკვნით ნახევარ წუთში 2 ტყორცნა ააცილა.

ქართველი კალათბურთელის კლუბს შვიდ ტურში ერთადერთი მოგება აქვს და აუტსაიდერთა შორის იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 16 ნოემბერს შინ “მატერასთან” ჩაატარებს.

იტალიის მე-2 ლიგაში ნიკა მეტრეველის “ნაპოლი” “კასალპუსტერლინგს” ესტუმრა და ოვერტაიმში 80:87 დამარცხდა, არადა, დასკვნითი მეოთხედის წინ 8 ქულით იგებდა. ქართველმა კალათბურთელმა 07:30 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ნიკამ ორივე ორქულიანი გამოიყენა და 2 ფოლი მიიღო.

ნეაპოლურ კლუბს თანაბარი ბალანსი (3 მოგება, 3 მარცხი) აქვს, შემდეგი შეხვედრა კი 16 ნოემბერს შინ “ტრიესტესთან” ელის.

0.124598