ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი ჯეკ უილშირი სამ თვეს "მეთოფეთა" ლაზარეთში გაატარებს.
ინგლისელმა კოჭის ტრავმა პრემიერლიგის მე-12 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:2) წაგებულ შეხვედრაში მიიღო. ლონდონური კლუბის ექიმების განცხადებით, უილშირის ოპერაცია ჩაუტარდება და სარეაბილიტაციო პერიოდი სამ თვეს გასტანს.
იმ შემთხვევაში თუ აღდგენითი პროცესი წარმატებით განვითარდება, ნახევარმცველი მოედანს 8 კვირაში დაუბრუნდება.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 9 თამაში ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.