ფეხბურთი

22:44 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მინო რაიოლა: “ბალოტელი “ინტერში” არ წავა”

იტალიურ პრესაში “ლივერპულის” ფორვარდის მარიო ბალოტელის შესაძლო ტრანსფერზე გავრცელდა ინფორმაცია. ერთ-ერთი ვერსიით, მარიო შესაძლოა “ინტერში” გადავიდეს და კვლავ მანჩინის გუნდში ითამაშოს, თუმცა ეს ვერსია მინო რაიოლამ, ფეხბურთელის აგენტმა უარყო.

“მარიოს “ინტერში” გადასვლა გამორიცხულია. არა მარტო მანჩინის გამო, არამედ მიზეზიც არ არსებობს ტრანსფერის განხორციელებისა. არც ჩემს სურვილში შედის ბალოტელის “ინტერში” გადასვლა და არც ვითარებას მოუტანია სერიოზულად გვეფიქრა “ინტერზე” – განაცხადა რაიოლამ ერთ-ერთ იტალიურ ტელევიზიასთან საუბრისას.

პალერმოში დაბადებული ფეხბურთელის კარიერა მიმდინარე სეზონში წარუმატებლად მიმდინარეობს. “მილანიდან” “ლივერპულში” გადასვლის შემდეგ თავდამსხმელმა გოლის გატანაც ვერ მოახერხა.

ბალოტელი “ლუმეცანეს” აღზრდილია, შემდეგ “ინტერში” გადავიდა, სადაც საკმაოდ წარმატებული პერიოდი დაჰყო. მაურინიოს ხელში ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო. “ინტერს” მოჰყვა “მანჩესტერ სიტი” და “მილანი.”

0.116315