ინგლისური გამოცემის “დეილი სტარის” ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონი “პარი სენ ჟერმენი” “მანჩესტერ იუნაიტედის” არგენტინელი ნახევარმცველის ანხელ დი მარიას შეძენას ზაფხულში ისევ შეეცდება. პსჟ დი მარიას სანაცვლოდ მზადაა 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ დი მარია პარიზულ კლუბში გადასვლასთან გასულ ზაფხულსაც ახლოს იყო, თუმცა გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.
ანხელ დი მარია “მანჩესტერში” წლეულს “რეალიდან” 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. არგენტინელ ნახევარმცველს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 3 გოლი აქვს გატანილი.