პრემიერლიგის მე-11 ტურის მეორე დღე სენსაციურად წარიმართა და ლონდონური კლუბები – “ტოტენჰემი” და “არსენალი” მოულოდნელად დამარცხდნენ.
“ტოტენჰემი” “სტოკ სიტის” მასპინძლობდა და 3 ქულის აღებას გეგმავდა, თუმცა მაურისიო პოჩეტინოს გუნდის საქმეები თავიდანვე ცუდად წარიმართა. მე-6 წუთზე ბოიან კრკიჩმა თავის პირველი გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და “სტოკი” დააწინაურა. 33-ე წუთზე კი, უოლტერსმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში პოჩეტინომ ცვლილებები განახორციელა და მოედანზე ლამელას, დემბელესა და ადებაიორს უხმო, თუმცა მასპინძლებმა რაც მოახერხეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი გატანაა. 77-ე წუთზე ჩადლიმ სხვაობა შეამცირა, თუმცა ქულის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დარჩენილ დროში “ტოტენჰემი” ბევრს წვალობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ნოუტონის გაძევების გამო შეხვედრა კაცნაკლულმა დაასრულა.
“ლიბერთი სთედიუმზე” დამარცხდა მეორე ლონდონური კლუბი “არსენალი”. ჩემპიონთა ლიგაზე “ანდერლეხტთან” წაბორძიკების შემდეგ ვენგერის გუნდს მოგება მართებდა და ალექსის სანჩესის გოლით იგებდა კიდეც, მაგრამ ბოლო 15 წუთში მასპინძლები აფეთქდნენ და “მეთოფეები” უქულოდ დატოვეს. 75-ე წუთზე სიგურდსონმა მშვენიერი გოლი გაიტანა, ხოლო სამ წუთში ცვლილებაზე შემოსულმა გომისმა თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა – 2:1.
საშინელი სტარტის შემდეგ, საოცრად ათამაშდა და ვეღარ აჩერებენ “ნიუკასლს”. პარდიუს კლუბმა პრემიერლიგაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. მათი მსხვერპლი ამჯერად “ვესტ ბრომვიჩი” აღმოჩნდა. ტაიმის ბოლოს ანგარიში პერესმა გახსნა, ხოლო 62-ე წუთზე ფაბრისიო კოლოჩინიმ მეორეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“სანდერლენდმა” და “ევერტონმა” კი, გოლები გაცვალეს და მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.
სანდერლენდი – ევერტონი 1:1 (0:0)
სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, ბრაუნი, ოში, ვერჯინი, რეველიერი, ბრიდკუტი, გომესი (როდუელი 81), ლარსონი, ჯონსონი (ბაკლი 64), ვიკჰემი, ს.ფლეტჩერი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, დისტინი, იაგიელკა, კოულმენი, ბეინსი, ბერი (გიბსონი 13), მაკკარტი, ბარკლი (ოსმანი 86), მაკგიდი (ნეისმიტი 70), ეტო’ო, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გოლები: 1:0 ლარსონი (67), 1:1 ბეინსი (76 პენ.).
გაფრთხილებები: გომესი – მაკკარტი, მაკგიდი
მსაჯი: ლი მეისონი
ტოტენჰემი – სტოკი 1:2 (0:2)
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ფასიო, ქაბული, ნოუტონი, როუზი, მეისონი, კაპუე (ადებაიორი 65), ჩადლი, ერიკსენი (დემბელე 46), თაუნსენდი (ლამელა 46), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, უილსონი (მუნიესა 26), შოუკროსი, ბერდსლი (კამერონი 9), პიტერსი, ნ’ზონზი, სიდუელი, კრკიჩი (აირლანდი 84), უოლტერსი, მოზესი, დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლები: 0:1 კრკიჩი (6), 0:2 უოლტერსი (33), 1:2 ჩადლი (77).
გაფრთხილებები: კაპუე, მეისონი, ქაბული – კამერონი, ბეგოვიჩი
გაძევება: ნოუტონი 85.
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ვესტ ბრომვიჩი – ნიუკასლი 0:2 (0:1)
ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი, ლესკოტი, დოუსონი, უისდომი, პოცონიოლი (გამბოა 46), მულუმბუ (სესენიონი 63), მორისონი, ბრანტი, დორანსი (სამარასი 76), ანიჩებე, ბერაჰინო.
მწვრთნელი: ალან ირვინი
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი (უილიამსონი 78), დუმეტი, ჰაიდარა, ჯანმაატი, კოლბეკი, აბეიდი, კაბელია (ტეილორი 76), სისოკო, ამეობი (გუფრანი 78), პერესი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლები: 0:1 პერესი (45), 0:2 კოლოჩინი (62).
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
სუონსი – არსენალი 2:1 (0:1)
სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ბერტლი, უილიამსი, ტეილორი, რანხელი, კი, კეროლი (ბრიტონი 87), მონტერო, სიგურდსონი, ემნსი (ბაროუ 67), ბონი (გომისი 76).
მწვრთნელი: გარი მონკი
არსენალი (4-2-3-1): შესნი, მონრეალი, მერტესაკერი, გიბსი, ჩემბერსი (სანოგო 90), ფლამინი (უილშირი 80), რემსი (უოლკოტი 79), სანჩესი, კასორლა, ჩემბერლენი, უელბეკი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 0:1 სანჩესი (63), 1:1 სიგურდსონი (75), 2:1 გომისი (78).
გაფრთხილებები: ტეილორი, კი, უილიამსი, კეროლი, ბაროუ – რემსი, მერტესაკერი, ჩემბერსი, გიბსი, სანჩესი
მსაჯი: ფილ დაუდი
ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) –12. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 10. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 8. ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”) - 7.