ფეხბურთი

22:37 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

 “შუქურა”: სამი მწვრთნელი 12 ტურში

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-12 ტური სამ დღეს გაგრძელდა. 8 მატჩში 15 გოლი გავიდა.“ზესტაფონმა” დიდი ანგარიშით შინ ერთ-ერთი ლიდერი, ცხინვალის “სპარტაკი” 3:0 დაამარცხა და მეორედან მეოთხე ადგილამდე დააქვეითა. მეორე გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურდა.

ცხადია, რომ შარშანდელთან შედარებით, “სპარტაკი” გაცილებით უკეთ თამაშობს და ლიდერთა მარაქაშიც გაერია, მაგრამ სტაბილურობა აკლია. ამის ნათელი მაგალითი ისაა, რომ ბოლო სამ ტურში ორჯერ დამარცხდა სოლიდური ანგარიშით (თბილისის „დინამოსთან“ 1:6 და „ზესტაფონთან“0:3). საინტერესოა მარგველთა სიტუაციაც: გეგუჩაძის გუნდს 8 ტურია აღარ წაუგია, თუმცა მხოლოდ სამჯერ გაიმარჯვა, ხუთი მატჩი კი ფრედ დაამთვრა.

“მერანმა” რუსთავში “მეტალურგი” დაამარცხა და ცხრილშიმე-5 ადგილზე დადგა. ჭყონდიდელებმა ბოლო 6 შეხვედრიდან 4 მოიგეს. ეს “მეტალურგის” პირველი საშინაო მარცხი იყო წლევანდელ სეზონში.

ასევე წლეულს შინ პირველად და სენსაციურად დამარცხდა თბილისის “დინამო.” ბათუმელებმა “დინამო არენაზე” გელა გოგიტიძის მე-3 წუთზე გატანილი გოლით მოიგეს.

ორტურიანი წაფორხილების შემდეგ გაიმარჯვა ”სამტრედიამ.” იმერლებმა “გურიას” სამი ბურთი გაუტანეს ერთის წილ. გორის “დილამ” კი ლანჩხუთში ფოთის “კოლხეთს” გიორგი სეთურიძის გოლით მოუგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა, თუმცა “სამტრედიას” ოდენ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს.

ივანწმინდაში, “ჩიხურამ” ბოლო დროს მოფერიანებულ “ზუგდიდს” მოუგო და ერთადერთ გუნდად რჩება, რომელიც მიმდინარე სეზონში შინ არ დამარცხებულა, ხოლო “სიონმა” 21 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

“შუქურამ” სამთვიანი “შესვენების” კვალად, “ჩელე არენაზე”, პირველად მოიგო, თან ახალი მთავარი მწვრთნელის თავკაცობით. აი, რას წერს “მსოფლიო სპორტის” ჟურნალისტი, ვახტანგ დათიაშვილი: “საქართველოში მწვრთნელების ცვლით ვერავის გააკვირებ, თუმცა, ზღვისპირელების მდგომარეობა მაინც გამორჩეულია. ჯერ ჩემპიონატის მეთორმეტე ტურია და ქობულეთელები უკვე მესამე დამრიგებელს გაჰყავს სათამაშოდ. მართალია. მატჩის ტექნიკურ ოქმში მთავარ მწვრთნელად ისევ ამირან გოგიტიძეა მინიშნებული, მაგრამ გუნდის თამაშს უკრაინელი სპეციალისტი კონსტანტინ ფროლოვი წარმართავდა, რომელიც კლუბის პრეზიდენტ რევაზ ჩელებაძის თქმით, გუნდს ამ წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს, ხოლო შემდეგ შედეგის მიხედვით განსაზღვრავენ, გააგრძელებს თუ არა იგი კლუბში მუშაობას. პრეზიდენტმა მატჩის დაწყებამდე ისიც თქვა, რომ გუნდს უკანდასახევი გზამოჭრილი ჰქონდა და მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებდა. ქობულეთელთათვის ფრეც წაგების ტოლფასი იქნებოდა.”

ფროლოვი აქამდე ყაზახეთის 17-წლამდელთაAნაკრებს ავარჯიშებდა. “შუქურასთვის” კი ამ სეზონში ბესიკ შეროზიასა (ამჟამად “ზუგდიდის” დამრიგებელი) და ამირან გოგიტიძის შემდეგ მესამე დამრიგებელია.

ახლა ჩემპიონატში კარგა ხანს შესვენება გამოცხადდება. სანაკრებო პაუზა ლამის თვის ბოლომდე, 21-22 ნოემბრამდე გასტანს.

6 ნოემბერი

ჩიხურა (საჩხერე) – ზუგდიდი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 თორნიკე მუმლაძე (48)

ზესტაფონისპარტაკი (ცხინვალი) 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 თორნიკე კაპანაძე (23), 2:0 ჯაბა დვალი (77), 3:0 ლევან შარიქაძე (84)

სიონი (ბოლნისი) - ტორპედო (ქუთაისი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 გივი კვარაცხელია (55)

დინამო (თბილსი) – დინამო (ბათუმი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 გელა გოგიტიძე (3)

7 ნოემბერი

სამტრედიაგურია (ლანჩხუთი) 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 ლევან კაკუბავა (16), 1:1 საბა ლომია (45), 2:1 გრიგოლ დოლიძე (61), 3:1 დავით კვირკველია (85)

კოლხეთი (ფოთი) – დილა (გორი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გიორგი სეთურიძე (57)

გაძევბა: თამაზ ჯიშკარიანი (67, ორი ყვითელი)

8 ნოემბერი

მეტალურგი (რუსთავი) – მერანი (მარტვილი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 დავით ბოლქვაძე (22, პენალტით), 1:1 გიორგი ქავთარაძე (35), 1:2 ბესიკ ჩიმაკაძე (72)

შუქურა (ქობულეთი) – ვიტჯორჯია (თბილისი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ზაზა ტუღუში (38)

1.

დინამო თბილისი

12

8

2

2

23:9

26

2.

დილა

12

6

3

3

18:11

21

3.

სამტრედია

12

6

3

3

14:9

21

4.

სპარტაკი

12

6

2

4

12:18

20

5.

მერანი

12

5

3

4

11:9

18

6.

ჩიხურა

12

5

3

4

13:12

18

7.

ზესტაფონი

12

4

5

3

24:15

17

8.

დინამო ბათუმი

12

5

2

5

11:11

17

9.

მეტალურგი

12

4

4

4

15:14

16

10.

ტორპედო

12

3

6

3

13:12

15

11.

შუქურა

12

3

5

4

12:15

14

12.

გურია

12

3

5

4

12:20

14

13.

სიონი

12

3

3

6

11:17

12

14.

ვიტჯორჯია

12

3

2

7

11:14

11

15.

კოლხეთი

12

2

4

6

9:15

10

16.

ზუგდიდი

12

2

4

6

7:15

10

მეგოლეები:

9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.112231