კალათბურთი

14:03 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსი და კაზინსი აღიარეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად “ტორონტო რეპტორზის” მცველი ლუ უილიამსი და “საკრამენტო კინგზის” ცენტრი დემარკუს კაზინსი აღიარეს.

უილიამსის დახმარებით, ტორონტოელებმა კვირის სამივე მატჩი მოიგეს, ლუისი კი საშუალოდ 23.7 ქულას და 2.0 ჩაჭრას აგროვებდა. “კავალიერსთან” თამაშში მან 36 ქულა ჩააგდო და პირადსარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა.

“კინგზმა” სამიდან ორ მატჩში იმარჯვა, კაზინსის საშუალო მონაგარი კი ასეთი იყო: 25.7 ქულა და 16.3 მოხსნა.

კვირის საიკეთესო მოთამაშეობაზე პრეტენზია ტაი ლოუსონს (“დენვერი”), კრის პოლს (“კლიპერსი”), კრის ბოშს და მარიო ჩალმერსს (ორივე – “მაიამი”), მარკ გასოლს (“მემფისი”), ენტონი დევისს (“ნიუ ორლეანი”), ნიკოლა ვუჩევიჩს (“ორლანდო”) და მარკიფ მორისს (“ფინიქსი”) ჰქონდათ.

0.122944