სხვა

22:32 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შამილაშვილი მე-20 ადგილს დასჯერდა

ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში პირველი ქართველი ძალოსანი ჩაება. 62 კგ. წონით კატეგორიაში ძალები რამინ შამილაშვილმა მოსინჯა და მე-20 ადგილი დაიკავა.

შამილიშვილი უძლიერეს ჯგუფში არ ყოფილა და შედეგებიც შესაბამისი ჰქონდა, აქტივში კი იმას თუ ჩავუთვლით, რომ საერთო ჯამში, 6 ცდიდან 5 გამოიყენა.

ატაცში შამილმა 115 და 118 კგ. დასძლია და მხოლოდ 120-კილოგრამიანი შტანგა ვერ ასწია, აკვრაში კი მისი ყველა ცდა წარმატებული იყო 140, 143 და 146 კგ. კონკრეტულად ატაცში შამილიშვილი 24-ე იყო, აკვრაში კი – მე-17.

62 კგ-ში ჩემპიონი დამაჯერებლად გახდა ჩრდილოკორეელი გუკ კიმ უნი (324 კგ.), კვარცხლბეკზე კი ინდონეზიელი ეკო იული ირავანი (316) და ჩინელი ჯიანჯუნ დინიც (312) გავიდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 5 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს: გიორგი ლომთაძე (77 კგ.), ნიკა ნანაძე (94 კგ.), გია მაჭავარიანი (105 კგ.), ირაკლი თურმანიძე და ალბერტ კუზილოვი (ორივე +105 კგ.).

0.184715