ფეხბურთი

13:13 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელის დათხოვნა “გალას” 3 მილიონი დაუჯდება

სტამბოლის “გალათასარაის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, იტალიელი ჩეზარე პრანდელის მუშაობით უკმაყოფილოა, მაგრამ მისი პოსტიდან დათხოვნისგან თავს სოლიდური ფინანსური კომპენსაციის გამო იკავებს.

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავკაცს თურქეთში საქმეები ვერ აეწყო. გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევის მხოლოდ თეორიული შანსი შერჩა, ხოლო “ისტანბულთან” (0:4) და “ტრაბზონსფორთან” (0:3) განცდილმა გამანადგურებელმა მარცხებმა, გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია.

“გულშემატკივრებს სრული უფლება აქვთ პრანდელის მუშაობა შეაფასონ. მეც ვეღარ ვითმენ ასეთ სიტუაციას. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კონტრაქტში თუ ჩაიხედავთ, გული შეგიღონდებათ. ძალიან დიდი კომპენსაციაა გადასახდელი. რობერტო მანჩინი ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი ადამიანია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ. ის ისე გადადგა, რომ კომპენსაცია არ მოუთხოვია”, - განაცხადა “გალათასარაის” დირექტორმა აბდურაჰიმ ალბაირაკმა Telegol-თან საუბარში.

თუ პრანდელისა და თურქულ კლუბს შორის მოქმედი ხელშეკრულება ამ უკანასკნელის ინიციატივით ვადაზე ადრე შეწყდება, მაშინ იტალიელს კომპენსაციის სახით 3 მილიონი ევრო ექნება მისაღები.

0.120166