ფეხბურთი

11:17 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დანიელ სტარიჯი: “ძალიან მალე დავბრუნდები”

“ლივერპულის” თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი მიიჩნევს, რომ ტრავმების სერია მას მხოლოდ გააძლიერებს.

ინგლისის ერივნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი მოედანზე სექტემბრის შემდეგ აღარ გასული. ამის მიზეზი ბარძაყისა და წვივის უკანა კუნთის ტრავმაა და ექიმები ვარაუდობენ, რომ დანიელი მოედანს ახალ წლამდე ვერ დაუბრუნდება.

“ამ ყველაფრის გავლის შედეგად, ვიზრდები როგორც ადამიანი და ათლეტი. ეს მორიგი კარია, რომელში გავლაც აუცილებელია. ძალიან მალე დავბრუნდები, ძლიერი და თამაშს მოწყურებელი” - დაწერა საკუთარ”თვითერზე” სტარიჯმა, რომელმაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 3 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

0.12372