ფეხბურთი

4:07 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

აუტსაიდერებმა ქულები გაიყვეს

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ლოს კარმენესზე” აუტსაიდერების შეხვედრით დასრულდა, სადაც “გრანადამ” “ალმერიას” უმასპინძლა და ქულით გაუშვა შინ.

მთელი შეხვედრის განმალობაში მასპინძლები უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი საგოლე მომენტი გაატანეს ქარს. მათი უპირატესობა განსაკუთრებით მას შემდგომ გამოიკვეთა, რაც აზეზმა მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 40 წუთი “ალმერია” კაცნაკლული თამაშობდა, მასპინძელთა შეტევებს გაუძლო და ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შემდგომ ქულა ჩაიწერა აქტივში. ფრანცისკო როდრიგესის გუნდი 10 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს.
ცუდ დღეშია “გრანადაც”, კაპაროსის კრებულს მე-4 ტურის შემდეგ არ მოუგია და 11 ქულით მე-15 ადგილზეა.

გრანადა – ალმერია 0:0


გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): რ.ფერნანდესი, მურილიო (მაინცი 81), ბაბინი, ხ.კარლოსი, ფოლქიერი, ფ.რიკო, იტურა, სისოკო (კორდობა 54), პიტი, როჩინა, ელ არაბი (ისააკი 65).
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

ალმერია (4-2-3-1): რუბენი, ტრახილიო, დოს სანტოსი, ხ.ნავარო, დუბარბიერი, ველეზი, ვერზა, სორიანო (სელფა 60), ზონგო, აზეზი, ბიფიუმა.
მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი

გაფრთხილებები:
იტურა, ბაბინი, როჩინა, ხ.კარლოსი – აზეზი
გაძევება: აზეზი 53.
მსაჯი: იგნასიო იგლესიას ვილანუევა

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 20. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 10 კარლოს ბაკა (“სევილია”), ხოაკინ ლარივეი ("სელტა"), ქარიმ ბენზემა ("რეალი") – 7.

თეგებილა ლიგა
0.112958