ფეხბურთი

17:33 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასთან დაკავშირებული ხელშეკრულება გაფორმდა

დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” ევროპის 2015 წლის სუპერთასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, თბილისის მერიასა და “დინამო არენას” შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

თბილისის მერიას დავით ნარმანია წარმოადგენდა, ფეხბურთის ფედერაციას ზვიად სიჭინავა, ხოლო “დინამო არენას” ნიკა ჯღარკავა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

“თბილისის მერიისთვის ევროპის 2015 წლის სუპერთასის მატჩი მნიშვნელოვანია. აგვისტოს შეხვედრის ორგანიზება მაღალ დონეზე უნდა შესრულდეს, ამისთვის კი ჩვენ სახრებს არ დავიშურებთ. უეფას სტანდარტების მიხედვით ვმოქმედებთ. 2014 წელს გაღებული თანხის გარდა, 2015 წელს ბიუჯეტიდან სუპერთასის მატჩისთვის 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სტადიონი უეფას სტანდარტების მიხედვით მოეწყობა და ჩვენი შეკრების, ხელშეკრულების ამოცანაც მხოლოდ ამაში მდგომარეობს” – განაცხადა თბილისის მერმა.

2015 წლის აგვისტოში, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებული გუნდები ითამაშებენ.

0.253395