ფრანგული “მონაკოს” 28 წლის პორტუგალიელ ნახევარმცველს ჟოაო მოუტინიოს გუნდის დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სურს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა შესაძლოა კარიერა ლოდონის “არსენალში” გააგრძელოს. ამ ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “არსენალთან” ერთად, კიდევ ორი ინგლისური კლუბი “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.
მოუტინიო “მონაკოს” 2013 წელს “პორტუდან” შეუერთდა. მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.