რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე “ტოსნოს” ქართველი მეკარის ნუკრი რევიშვილის აზრით, როდესაც გუნდი მატჩისთვის ემოციურად სათანადოდ მოემზადება, მასთან თამაში ნებისმიერ მეტოქეს უჭირს.
“მატჩისთვის ემოციურად მომზადებას როდესაც ვახერხებთ, საუცხოოდ ვმოქმედებთ და ჩვენს წინააღმდეგ თამაში რთულია. სეზონის დაწყებამდე ჩვენთვის რომ ეთქვათ ზამთრის შესვენებამდე სამეულში შევიდოდით, ყველა დავეთანხმებოდით. დაგროვილი ქულების რაოდენობა სრულებით მისაღებია. ქულების სტაბილურად მოპოვებას კვლავ შევეცდებით” – იუწყება რევიშვილის სიტყვებს eurofootball.ru.