ჩოგბურთი

20:19 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხებმა ფედერაციის თასი მოიგეს

ფედერაციის თასი მოიგო ჩეხეთის ქალთა ნაკრებმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე, პრაღაში, 3-0 დაამარცხა გერმანიის გუნდი.

შაბათს ჩეხთთა კვიტოვამ და საფაროვამ თავიანთი მატჩები მოიგეს და 2:0 დაწინაურდნენ, დღეს კი პეტრა კვიტოვამ გერმანელი ანჟელიკა კერბერი უმძიმეს ბრძოლაში (7:6, 4:6, 6:4) დაამარცხა და ჩეხები ფინალში 3:0 დაწინაურდნენ რაც ჩემპიონობას ნიშნავს.

პირველი სეტი პეტრასთვის ცუდად დაიწყო, კერბერი 5:2 იგებდა, მაგრამ ჩეხმა შეძლო და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა სადაც უკეთ ითამაშა და 1-0 დაწინაურდა. მეორე სეტში კვიტოვამ 3:0 წაიყვანა და თითქოს მატჩისა და ჩემპიონის ბედი გადაწყვეტილი იყო. მაგრამ კერბერმა სეტი შემოაბრუნა 6:4 მოიგო - 1-1. გადამწყვეტ მესამე სეტში კერბერი 4:1 დაწინაურდა და გერმანელებს შანსი უნდა დარჩენოდათ ბრძოლის გაგრძელებისა, მაგრამ კვიტოვამ ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და ჩეხეთის ნაკრები ფედერაციის თავისის გამარჯვებული გახადა.

მატჩი 2 საათი და 58 წუთი გაგრძელდა. პეტრამ 12 ეისი ჩააწოდა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა, კერბერს არც ერთი ეისი არ ჰქონია, სამაგიეროდ 6 ორმაგი შეცდომა მოუვიდა. ჩეხებმა ბოლო ოთხ წელიწადში 3-ჯერ მოახერხეს Fed Cup-ის მოგება, ამის მთავარი შემოქმედი კი პეტრა კვიტოვა გახლავთ.

ფედერაციის თასი. ფინალი, პრაღა, 8-9 ნოე,ბერი

ჩეხეთი – გერმანია 3-0

პეტრა კვიტოვა – ანდრეა პეტკოვიჩი 6:2. 6:4

ლუსი საფაროვა – ანგელიკ კერბერი 6:4, 6:4

პეტრა კვიტოვა - ანგელიკ კერბერი 7:6 (5), 4:6, 6:4

0.106418