ჩოგბურთი

12:56 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის ფინალი და სარეიტინგო წინსვლა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიურ ანდრიაში გამართული 35-ათასიანი ტურნირის ფინალური მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

ნიკოლოზმა გადამწყვეტ მატჩამდე 4 მატჩი მოიგო, ფინალში კი მე-3 ნომრად განთესილ ლიტველ რიკარდას ბერანკისთან 4:6, 0:1 მარცხდებოდა, როდესაც თამაში შეწყვიტა.

მიუხედავად ამისა, ბასილაშვილისთვის გასული ჩელენჯერი წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც 48 სარეიტინგო ქულა შეიმატა და კლასიფიკაციაში წინსვლა განიცადა.

განახლებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 29 ადგილით დაწინაურდა და 261 ქულით 192-ე პოზიციაზე იმყოფება, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ალექსანდრე მეტრეველი 26 საფეხურით აღზევდა და ახლა, 59 ქულით მსოფლიოს 545-ე ჩოგანია.

0.115442