გასული უქმეები წარუმატებელი გამოდგა იტალიის რანგით დაბალ ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველ ლეგიონერთა კლუბებისთვის, თუმცა, ერთი მათგანი მაინც ყოჩაღად გაისარჯა.
მე-2 დივიზიონში ნიკა მეტრეველის “ჯივოვა ნაპოლი” “ნოვიპიუ კასალეს” ესტუმრა და 60:75 დამარცხდა, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე მხოლოდ 2 წუთი გაატარა და ვერაფრის გაკეთება მოასწრო.
3 მოგებით და 6 მარცხით ნეაპოლელებს მე-14 ადგილი უკავიათ.
გაცილებით შედეგიანი იყო იტალიის მე-3 ლიგაში მოთამაშე გიგა ჯანელიძე, რომლის “როზეტოც” “აჯერ სერვისთან” გასვლით მატჩში 58:65 დამარცხდა, ქართველმა ფორვარდმა კი 7 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა.
ჯანელიძემ მოედანზე 33 წუთი გაატარა და სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის გამო გადაინაცვლა, მანამდე კი, 8-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
როზეტოელებს 9 ტურში 2 მოგება შერჩათ და ბოლო ადგილზე იმყოფებიან.