ინგლისური “ლივერპულის” იტალიელი ფორვარდის, მარიო ბალოტელის კრიზისი გრძელდება. გუშინ, “ჩელსისთან” წაგებულ შეხვედრაში (1:2) ბალოტელი მეტოქის საჯარიმოში არც კი შესულა.
Goal.com-მა სპეციალური ილუსტრაციაც (იხილეთ მე-2 ფოტო) გამოაქვეყნა, რომელზეც ასახულია ბალოტელის აქტივობა იმ 79 წუთის განმავლობაში, რაც მან მოედანზე გაატარა.